ლიეტუვამ უკრაინის დახმარების სამწლიან გეგმას მხარი დაუჭირა
24/07/2023 15:54:18 მსოფლიო
ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (VGT) სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა თავმჯდომარეობდა, ქვეყანამ უკრაინის დახმარების სამწლიან გეგმას მხარი დაუჭირა.
გეგმა თავდაცვისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა VGT-ზე ლეიტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა წარადგინა.
გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რომელიც ლიეტუვას აქვს, არამედ ახალის შეძენასაც. ასევე დახამრებაში შედის უკრაინელი სამხედროების მომზადება და მათი რეაბილიტაცია ლიეტუვაში.


