უკრაინის თავდაცვის ძალები - ბერდიანსკის მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა უკან დაიხია
24/07/2023 14:44:10 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბერდიანსკის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია.
„გვაქვს წარმატება, ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მელიტოპოლის მიმართულებაზე საგრძნობი ცვლილებები არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.


