Accentnews.ge
საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა

საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა

24/07/2023 11:25:58 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბინებისა და კერძო სახლების ფასები თბილისში 13.1%-ით გაიზარდა.

უბნების მიხედვით ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 5 167 ლარი; ვაკე – 4 404 ლარი; კრწანისი – 3 417 ლარი; საბურთალო – 3 397 ლარი; ჩუღურეთი – 3 284 ლარი; დიდუბე – 3 131 ლარი; ნაძალადევი – 3 006 ლარი; ისანი – 2 917 ლარი; გლდანი – 2 891 ლარი; სამგორი – 2 718 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით ასე გამოიყურება: მთაწმინდა – 3 776 ლარი; ვაკე – 3 647 ლარი; კრწანისი – 2 811 ლარი; საბურთალო – 2 628 ლარი; ჩუღურეთი – 2 622 ლარი; დიდუბე – 2 287 ლარი; ნაძალადევი – 2 272 ლარი; ისანი – 2 170 ლარი; გლდანი – 2 123 ლარი; სამგორი – 1 955 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S