Accentnews.ge
საქსტატი: ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მცირდება

საქსტატი: ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მცირდება

24/07/2023 11:18:49 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მცირდება. 2023 წლის 6 თვეში ბლოკში საქართველოდან $398 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, შემცირება ძირითადად სპილენძის მადნებისა და თხილის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. შედეგად, ევროკავშირის წილი საქართველოს $3-მილიარდიან ექსპორტში მხოლოდ 13% იყო.

ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში ბოლო რამდენიმე წელია მცირდება, 2019 წლიდან მოყოლებული შედეგები ასე ნაწილდება (6 თვე):

2019 წელი - $412.5 მილიონი, ევროკავშირის წილი 23.3%;

2020 წელი - $332.7 მილიონი, ევროკავშირის წილი 22%;

2021 წელი - $321 მილიონი, ევროკავშირის წილი 17%;

2022 წელი - $432.9 მილიონი, ევროკავშირის წილი 17%;

2023 წელი - $398 მილიონი, ევროკავშირის წილი 13%.

2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს საექსპორტო ათეულში მხოლოდ ორი ქვეყანა შედის, ბულგარეთი ($146 მლნ, მერვე ადგილი) და ესპანეთი ($53 მლნ, მეცხრე ადგილი).

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ წელს ევროკავშირში:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $179 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 16%;

2) მინერალური სასუქები - $27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 84%;

3) თხილი და კაკალი - $21 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 30%;

4) სპირტიანი სასმელები - $20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 78%;

5) კომპიუტერები - $16.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,100%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S