Accentnews.ge
მიმდინარე თევში ყირიმზე დრონებით რიგით მე–6 შეტევის თაობაზე იუწყებიან

მიმდინარე თევში ყირიმზე დრონებით რიგით მე–6 შეტევის თაობაზე იუწყებიან

24/07/2023 06:47:18 მსოფლიო

მიმდინარე თევში ყირიმზე დრონებით რიგით მე–6 შეტევის თაობაზე იუწყებიან.

ანექსირებული რეგიონის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დრონი მოხვდა ჯანკოის რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობს.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და ჩაახშეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი. დრონის ნამსხვრევებმა კიროვის რაიონში დააზიანა საცხოვრებელი სახლი", – აცხადებს აქსიონოვი.

ცნობისთვის: 17 ივლისს დრონებით დარტყმა იყო ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ რეგიონს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს. 18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“. 19 ივლისს, დრონებით დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა ყირიმის აღმოსავლეთში, კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე. 20 ივლისს, ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი და დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა. 22 ივლისს, ყირიმის კრასნოგვარდეისკის რაიონში დრონით დარტყმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე.

რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ყირიმზე „ტერორისტულ შეტევებში". კიევი ბრალდებებს ოფიციალურად არ ადასტურებს. უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S