Accentnews.ge
ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

24/07/2023 06:44:24 მსოფლიო

ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, – იუწყება BBC.

მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა.

ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4 თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სამართალდამცავებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S