რეზნიკოვი: უკრაინა NATO-ს წევრი შესაძლოა, მომავალ წელს გახდეს
24/07/2023 06:30:00 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ნატო-ს მომავალი წლის სამიტს, რომელიც ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინის ალიანსში მიღების შესაძლებლობად განიხილავს.
„ვინ იცის, იქნებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, - განუცხადა რეზნიკოვმა CNN-ს.
მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებში იქნება.
"გამარჯვების შემდეგ, ამის შემდეგ, ეს ნატო-ს ინტერესებში იქნება, რადგან ჩვენ გავხდით ალიანსის ნამდვილი აღმოსავლური ფარი, ან ევროპის აღმოსავლური ფარი. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება - როგორ შეაკავოს რუსები, დაამარცხონ ისინი, დაამარცხონ ისინი ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით“, - განაცხადა რეზნიკოვმა.


