Accentnews.ge
ლუკაშენკო – პუტინს: "ვაგნერელებს" ვარშავასა და ჟეშუვში ჩასვლა სურთ

ლუკაშენკო – პუტინს: "ვაგნერელებს" ვარშავასა და ჟეშუვში ჩასვლა სურთ

24/07/2023 05:59:02 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა. ეს ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც "ვაგნერელები" ბელარუსში ჩავიდნენ.

შეხვედრაზე ლუკაშენკომ პუტინს მიმართა, რომ "ვაგნერელებს" ვარშავასა და ჟეშუვში ჩასვლა სურთ:

„ვაგნერელებმა" ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. გვეუბნებიან, "დასავლეთში გვინდა. ნება მოგვეცითო". მე ვეუბნები, რაში გჭირდებათ დასავლეთში წასვლა? ისინი მპასუხობენ: "ექსკურსიაზე წასასვლელად ვარშავაში, ჟეშუვშიო".

ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეთანხმებით, იგი „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში აჩერებს და არ გადაიყვანს მათ დასავლეთის საზღვრებისკენ, „რადგან მათი განწყობა ცუდია“.

პუტინს ლუკაშენკოს სიტყვებზე გაეღიმა.

რუსეთის ლიდერმა ამავე შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის ყველა გეგმა გადაჭარბებით სრულდება.

ლუკაშენკამ კი თქვა, რომ პოლონეთს თავისი ძალები ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე გადაჰყავს და დასძინა, რომ "პოლონეთს არ უნდა მიეცეს დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის საშუალება".

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ „დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად“.

რამდენიმე დღის წინ პუტინმა ასევე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისაუბრა ვარშავის სავარაუდო გეგმებზე უკრაინის დასავლეთ რეგიონების ანექსიის შესახებ. ამან პოლონეთის პროტესტი გამოიწვია.

ლუკაშენკო რუსეთში გუშინ ჩავიდა. ოფიციალური მონაცემებით, "მხარეები გეგმავენ უსაფრთხოების საკითხებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის განხილვას, ასევე სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ინტეგრაციულ თანამშრომლობაზე მსჯელობას".

ცნობისთვის: პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში მდებარეობს აეროდრომი, რომლის მეშვეობითაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით ამარაგებენ. შემდგომში ისინი სახმელეთო გზით იგზავნება უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S