
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რეპუბლიკაში გაემგზავრა
23/07/2023 08:02:38 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
მთავრობის მეთაური ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა" - ნათქვამია ინფორმაციაში.