Accentnews.ge
უკრაინაში კრემლის პროპაგანდისტი დაიღუპა

უკრაინაში კრემლის პროპაგანდისტი დაიღუპა

22/07/2023 17:13:54 მსოფლიო

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ჟურავლიოვი „უკრაინული დაბომბვის დროს“ დაიღუპა. ის მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ.

სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც.

ამასთამ, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვი და ოპერატორი დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვა შაბათს, შუადღისას მოხდა.

ჟურავლიოვი 2014 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ყირიმის ანექსიაში. აქტიურობდა დონბასშიც.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ომს ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S