Accentnews.ge
ზელენსკი მოკავშირეებს კონტრშეტევის დაჩქარებას ჰპირდება

ზელენსკი მოკავშირეებს კონტრშეტევის დაჩქარებას ჰპირდება

22/07/2023 16:42:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მოკავშირეებს ჰპირდება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა უახლოეს ხანებში ახალ ფაზაში გადავა. ამის შესახებ მან ასპენაში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღიარა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში პოზიციების შესანარჩუნებლად ძალისხმევა დაგეგმილზე გვიან დაიწყო საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ნაკლებობის, ასევე მომზადებული ბრიგადების სიმწირის მიზეზით, რამაც რუსეთს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ტრაექტორიის დანაღმვისა და ამ გზაზე თავდაცვითი ნაგებობების აღმართვის შესაძლებლობა მისცა.

"თუმცა ვითარება ფრონტზე უახლოეს მომავალში შეიცვლება. ამასთან დაკავშირებით მოგიწეოდებთ, გამოგვიყოთ შორი რადიუსის მეტი რაკეტა და თანამედროვე გამანადგურებელი"- მიმართა შეკრებილთ ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის შედეგები კიევის მიერ საკუთარი ძალების სრულად ამოქმედების შემდეგ უნდა შეფასდეს. ამასთან, მისივე აზრით, უკრაინის ხელისუფლების მიერ აქცენტირება კონტრშეტევისთვის მოწინავე გამანადგურებლების მიწოდების დაჩქარებაზე არასწორია, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები კონფლიქტში ავიაციის აქტიურ როლს აფერხებს.

თავის მხრივ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ფორუმზე განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება სხვაობას უკრაინის მოლოდინებსა და დასავლეთის ვალდებულებებს შორის, ვინაიდან თითოეულ მხარეს საკუთარი პრიორიტეტები აქვს. "ყოველთვის იქნება გარკვეული სხვაობა უკრაინის ხელისუფლებასა და სხვა ქვეყნების მიდგომებს შორის იმაში, რისი მიღწევაც გვსურს" - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S