Accentnews.ge
აშშ–ის ისტორიაში პირველად, სამხედრო-საზღვაო ძალებს ქალი ჩაიბარებს

აშშ–ის ისტორიაში პირველად, სამხედრო-საზღვაო ძალებს ქალი ჩაიბარებს

22/07/2023 16:38:33 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოზიციას ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი დაიკავებს.

ლიზა ფრანკეტის კანდიდატურა პრეზიდენტმა სენატს წარუდგინა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ სენატი ლიზა ფრანკეტის კანდიდატურას დაამტკიცებს, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გახდება, რადგან შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის უფროსი ოფიცრების შემადგენლობაში ის პირველი ქალი იქნება.

მანამდე ლიზა ფრანკეტი აშშ-ის მე-6 ფლოტის მეთაურის და ასევე დამრტყმელი ავიამზიდის მეთაურის თანამდებობებს იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S