Accentnews.ge
განამ მოსკოვს მარიხუანის ერთობლივად მოყვანა შესთავაზა

განამ მოსკოვს მარიხუანის ერთობლივად მოყვანა შესთავაზა

22/07/2023 16:20:10 მსოფლიო

აფრიკულმა რესპუბლიკა განამ რუსეთს კანაფის ერთობლივად მოყვანა და მარიხუანის წარმოება შესთავაზა. შესაბამისი წინადადებით რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა სამოელ აბლაკვამ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინს დღეს გამართული შეხვედრის ფარგლებში მიმართა.

აბლაკვას თქმით, გასულ კვირას განის ხელისუფლებამ "ფარმაცეპტულ მიზნებში გამოსაყენებლად" მარიხუანის ლეგალიზება მოახდინა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბაზარს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და რუსეთს ჩვენთან შემოსვლა შეუძლია" - აღნიშნა კომიტეტის წევრმა.

საპასუხოდ კატირინმა განაცხადა, რომ "მარიხუანაში დიდი არაფერი გაეგება". თუმცა პირობა დადო, რომ ამ ინფორმაციას რუს ფარმაცევტებს გადასცემს.

ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში სადღეისოდ კანაფის მხოლოდ ტექნიკური სახეობები მოჰყავთ, რომელთაც ფსიქოტროპული მოქმედება არ გააჩნიათ. მცენარე 13 ათას ჰექტარზეა გაშენებული. რუსეთში არასამედიცინო მარიხუანა აკრძალული ნივთიერებების პირველ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო სხვა ქვეყნებში მისი ლეგალიზება სახელმწიფო ანტინარკოტიკული პოლიტიკის 20230 წლამდე გათვლილ სტრატეგიაში ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არის დასხელებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S