რუსულ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების შესახებ იუწყებიან
22/07/2023 16:33:52 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყეს,– იუწყება უკრაინული მედია.
ადგილობრივი წყაროების მონაცემებით, აეროდრომზე ე. წ. „მეორადი დეტონირების“ ხმები დიდი ხნის განმავლოვაში ისმოდა.
თავის მხრივ ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციის რუსი ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „შეტევა კრასნოგვარდეისკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა" და "შესაძლო შედეგების ლიკვიდირებისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“.


