ამერიკული დაზვერვა: ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელარუსის ტერიტორიაზეა
22/07/2023 16:28:45 მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, ბელარუსისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტიის მიწოდების შესახებ, სიმართლეს შეესაბამება.
ამერიკული სპეცსამსახურის ცნობით, შეიარაღება ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგდა და ეს „ბირთვული შეიარაღების“ შეკავების მიზნით გაკეთდა.
რუსეთს ბირთვული იარაღის დაახლოებით 4477 ერთეული აქვს, მაგრამ ამ მოცულობიდან თუ რამდენის გადატანას გეგმავს, უცნობია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ აქტიურად აკვირდება სიტუაციას და სჯერა, რუსეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას შეასრულებს.


