ზელენსკიმ ერდოღანთან "მარცვლეულის შეთანხმება" განიხილა
21/07/2023 19:12:25 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან "მარცვლეულის შეთანხმება" განიხილა.
როგორც ზელენსკი აცხადებს, თურქ კოლეგასთან "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაზეც ისაუბრა.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე სთხოვა თურქეთის პრეზიდენტს ხელი შეუწყოს უკრაინელი პატიმრების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას.
ცნობისთვის: 19 ივლისს რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, "20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად".


