Accentnews.ge
რუსეთის სასამართლომ იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სასამართლომ იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

21/07/2023 18:09:46 მსოფლიო

რუსეთის რაიონულმა სასამართლომ რუს სამხედრო ბლოგერს იგორ გირკინს (სტრელკოვს) 18 სექტემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გირკინს ბრალად "ექსტრემიზმისკენ მოწოდება" ედება.

გირკინმა სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ მას "მეორე ხარისხის სტენოკარდია აქვს" და ამ მიზეზით შიდა პატირმობა მოითხოვა.

"მე ყოველ დღე ვიღებ აუცილებელ წამლებს. მსურს მივიღო პრევენციული ზომები შიდა პატიმრობის ფორმით" - თქვა გირკინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მისი გაქცევა წარმოუდგენელია, რადგან იგი "ინტერპოლით" ძებნილია, ხოლო ჰააგის ტრიბუნალმა მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი სამხედრო ბლოგერი 21 საკუთარ სახლში დააკავეს.

იგორ გირკინი რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია. მან პოპულარობა მოიპოვა, როგორც რუსი სამხედროების რაზმის მეთაურმა, რომელმაც 2014 წლის აპრილში უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაიპყრო.

2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ იგი და სხვა ბრალდებულები დამნაშავედ სცნო 2014 წელს დონბასის საჰაერო სივრცეში Boeing MH17-ის ჩამოგდებაში და 298 ადამიანის მკვლელობაში. სტრელკოვი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ასევე მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. მან ასევე შეურაცხმყოფელი გამოთქმებით უპასუხა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს და მის ქმედებებს კონსტიტუციური წესრიგისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S