
Reuters – რუსეთის აგრესიის შემთხვევაში თურქეთი ნატო–ს გეგმას მხარს არ დაუჭერს
27/11/2019 05:35:52 სხვა, მსოფლიო
თურქეთი უარი აცხადებს, მხარი დაუჭიროს ნატო–ს თავდაცვის გეგმას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ანკარას ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ შესთავაზებს, – იუწყება Reuters ნატო–ში ოთხ მაღაჩინოსანზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, თურქეთმა ნატო–ში თავის წარმომადგენელს სთხოვა, თავი შეიკავოს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვის გეგმაზე ხელმოწერისგან. როგორც Reuters წერს, ანკარამ ალიანსისგან ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანა სთხოვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ.