Accentnews.ge
უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა ორი მოზარდი

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა ორი მოზარდი

21/07/2023 16:39:51 მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ტელეგრამ–არხზე ავრცელებს.

„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში, ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში ორი ბავშვი მოკლეს. რუსების ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო იყვნენ. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა. იგი ჰოსპიტაიზებულია”, - წერს კირილენკო სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S