Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში წვრთნების შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში წვრთნების შესახებ იუწყება

21/07/2023 15:44:18 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში წვრთნების შესახებ იუწყება.

"შავი ზღვის ფლოტმა განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდა", ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 19 ივლისს რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, "20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S