Accentnews.ge
საფრანგეთი ჩინეთს მოუწოდებს, „თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისგან"

საფრანგეთი ჩინეთს მოუწოდებს, „თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისგან"

21/07/2023 14:59:28 მსოფლიო

საფრანგეთი ჩინეთს მოუწოდებს, „თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისგან". შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონის მრჩეველმა ემანუელ ბონმა გააკეთა.

კერძოდ, მას ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, ხედავს თუ არა დასავლეთი რაიმე მტკიცებულებას, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს. საპასუხოდ ემანუელ ბონმა შემდეგი განაცხადა:

"დიახ, არის მინიშნებები, რომ ისინი აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვისურვებდით, რომ არ გაეკეტებინათ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ისინი არ აწვდიან მასიურად სამხედრო შესაძლებლობებს რუსეთს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ეს მიწოდება საერთოდ არ იყოს. რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, ჩინეთის თავშეკავებაა. პეკინმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა არის გლობალური მასშტაბის კონფლიქტი და რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის წაგება პრინციპული მიზეზების გამო".

დამატებით კითხვაზე, რა არ უნდა გააკეთოს ჩინეთმა, ბონმა შემდეგი განაცხადა:

"იარაღის მიწოდება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მხარდაჭერა”.

ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბონი მიუთითებს როგორც ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიებზე, ასევე არალეტალურ სამხედრო დახმარებაზე, როგორიცაა ჩაფხუტი და ჯავშანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S