პუტინი – პოლონეთს: რუსეთი უპასუხებს ნებისმიერ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ
21/07/2023 14:24:45 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ნატო–ს წევრ ქვეყანა პოლონეთს "ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში".
"მოსკოვი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უპასუხებს ნებისმიერ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფალ მოკავშირე სახელმწიფოს ქმნის რუსეთთან", – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
როგორც პუტინი ირწმუნება, პოლონეთის ელის ნატო–ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში, რათა დღევანდელი დასავლეთ უკრაინა მიიტაცოს.
რუსეთის პრეზიდენტს თავისი ნათქვამის დასტური არ მოუყვანია.
"დღევანდელი პოლონეთის დასავლეთი ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონელებისთვის, დაავიწყდათ ეს ჩვენს მეგობრებს ვარშავაში? ჩვენ შეგახსენებთ", - დასძინა პუტინმა.
ვარშავაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.
ვარშავის უშიშროების კომიტეტმა 19 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო შენაერთების აღმოსავლეთ პოლონეთში გადაყვანის შესახებ მას შემდეგ, რაც ბელარუსში "ვაგნერის" დაქირავებული ძალები ჩავიდნენ. პოლონეთი ბელარუსს ამ ნაბიჯის გამოცხადებისას არ დამუქრებია.


