Accentnews.ge
23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

21/07/2023 14:14:28 მსოფლიო

23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.

მისი ცნობით, ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრა კრემლში გაიმართება.

"მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკომონიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობას და სხვა საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

6 ივლისს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება "ვაგნერთან" და მის ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საკითხებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S