Accentnews.ge
ერდოღანი დარწმუნებულია, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ გაგრძელდება

ერდოღანი დარწმუნებულია, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ გაგრძელდება

21/07/2023 13:41:33 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სჯერა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების შესაძლებლობის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა აგრძელებს კომუნიკაციას მოსკოვთან, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.

ის ასევე აპირებს, პუტინთან განიხილოს „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელების საკითხი როგორც სატელეფონო კომინიკაციისას, ასევე თურქეთში მისი ვიზიტის დროს, რომელიც აგვისტოშია დაგეგმილი.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, კერძოდ, სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა, შიმშილი და მიგრაციის ახალი ტალღა. ჩვენ გავაგრძელებთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენათა ასეთი განვიტარება. მჯერა, ბატონ პუტინთან მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ამ ჰუმანიტარული ინიციატივის გაგრძელებას. მას ასევე აქვს გარკვეული მოლოდინი დასავლეთის ქვეყნებისგან და მათ, თავის მხრივ, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყველა ღონეს იხმარს, მათ შორის დიპლომატიურს, რათა აღადგინოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და დარწმუნებულია, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების გაგრძელება.

რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. "საუბარია ზონაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გარკვეული რისკები იქმნება" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამის საპასუხოდ კიევი გამოდის ინიციატივით, უკრაინული ხორბალი უფრო უსაფრთხო მარშრუტით გადაიტანონ - ბულგარეთისა და რუმინეთის წყლების გავლით.

"ეს რისკების მინიმიზირებისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. რა თქმა უნა, აქ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა, რათა ერთის მხრივ, უკრაინას ამ სცენარის რეალიზებაში დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მისი შესაძლო შეტევების პრევენციისთვის"- განმარტა ვასილი ბოდნარმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის დერეფნის გავლით ხორბლის შეთანხმების რეალიზების რუსეთის გარეშე გაგრძელების ინიციატივით ორიოდ დღის წინ გამოვიდა. მან განმარტა, რომ მხარეებს ორი შეთანხმება აქვთ დადებული: ერთი - უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხოლო მეორე - რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს. უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე პირდაპირი შეთანხმებეიბ არ ყოფილა, ამდენად, ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და გაეროსთვის გარიგების რუსების გარეშე რეალიზების გაგრძელება შესთავაზა.

რუსეთი მეოთზე დღეა, თავს ესხმის ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S