
რუსული მედია – საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება
27/11/2019 05:20:20 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება, – იუწყება „იზვესტია“ სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, "საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამას ხელი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეუშალა".
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოსთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს", –იუწყება „იზვესტია“.
ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.