რუსული რეგიონიდან დახმარების თხოვნით ლუკაშენკოს მიმართეს
21/07/2023 11:42:59 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის მხარის სოფელ პოლტავსკაიას მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს, კრელის ლიდერ ვლადიმირ პუტინს უთხრას ნაგავსაყრელის შესახებ,– წერს გამოცემა „კედრი“.
სოფლის მაცხოვრებლები ლუკაშენკოსადმი მიმართვას "სასოწარკვეთილებით" ხსნიან, "რადგან რუსეთის ხელისუფლება მათ არ უსმენს".
მოძრაობის "პოლტავსკაია ნაგავსაყრელის წინააღმდეგ" ხელმძღვანელმა ნატალია გარიაევამ თქვა, რომ მიუხედავად გუბერნატორის დაპირებისა, ამჟამად ნაგავსაყრელის საცხოვრებელი ზონის მიმართულებით გაფართოებას გეგმავენ.
თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ, იქ იჩივლონ, სადაც საჭიროდ ჩათვლიან", ნაგავსაყრელი და სოფელში ლეგალურადაა განთავსებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვასინების ოჯახი ფლობს კომპანიას, რომელიც ნარჩენები სადავო ნაგავსაყრელზე გადააქვს.
აქტივისტები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ნაგავსაყრელის დახურვას, რომელიც, მათი თქმით, წამლავს ჰაერს, ნიადაგს და სარწყავი არხებს, რომლებიც კვებავს ბრინჯის მინდვრებს – რუსული ბრინჯის მარაგის 40% სწორედ პოლტავაში მოჰყავთ – წერს "კედრი".
სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, მისწერა გენერალურ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გამართეს აქციები და ნაგავსაყრელამდე მიმავალი გზა გადაკეტეს, რასაც ხელისუფლებამ დაკავებებითა და ჯარიმებით უპასუხა.


