CIA-ს ხელმძღვანელი: შეერთებულმა შტატებმა წინასწარ იცოდა პრიგოჟინი აჯანყების მზადების შესახებ
21/07/2023 11:23:17 მსოფლიო
CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა წინასწარ იცოდა "ვაგნერის" ამბოხის შესახებ.
”აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ზუსტად მოახდინა ფორმულირენა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ამის შესახებ წინასწარ ვიცოდით,” - განაცხადა მან.
ბერნსმა განმარტა, რომ მოქმედების შესახებ ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის შტაბის უფროსს გერასიმოვს.
მან დასძინა, რომ კრემლის ხელმძღვანელს ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, "რა უყოს" პრიგოჟინს.
ბერნსის თქმით, პუტინი შეეცდება, პრიგოჟინი "ვაგნერს" ჩამოაშოროს, შემდეგ კი მასთან ანგარიშები გაასწოროს.
„ჩემი გამოცდილებით, პუტინი შურისძიების უმაღლესი მოციქულია, ამიტომ გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი შემდგომ შურისძიებას თავს არიდებს“, - თქვა მან.
23-24 ივნისის აჯანყების შემდეგ კრემლმა გამოაცხადა, რომ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსიაში გადავა. კომპანიის დაქირავებულებს შესთავაზეს შინ დაბრუნება, ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ან პრიგოჟინთან ერთად წასვლა.
14 ივლისს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების ჩასვლა მოგილევის რეგიონში მდებარე ბანაკში. დაანონსდა ერთობლივი წვრთნები პოლონეთის საზღვართან. ცნობების შემდეგ პოლონეთმა ქვეყნის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაისროლა სამხედროები. მათი ამოცანაა წვრთნები და პოტენციული მტრის შეკავება.


