დანილოვი: უკრაინა უკვე აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომელიც პორტებს რუსეთისგან დაიცავს
21/07/2023 11:04:25 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე მუშაობს ისეთი საშუალებების წარმოებაზე, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პორტების ინდუსტრიების დაცვა რუსული თავდასხმებისგან.
"რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება", - განაცხადა დანილოვმა.


