იტალიის ჩრდილოეთით ძლიერ სეტყვას მსხვერპლი მოჰყვა
21/07/2023 10:42:31 მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში ძლიერი სეტყვა და ქარია, – იუწყება CNN.
გამოცემის ცნობით, რეგიონში მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა და ტერიტორიაზე "ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვა წამოვიდა".
სტიქიისგან დაახლოებით, 110 ადამიანი დაშავდა, ველოსიპედით მოძრავი კაცი კი, რომელსაც ქარიშხალმა გადაურა, გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.
შეგახსენებთ, ამის პარალელურად, იტალიის სულ მცირე 20 ქალაქში, მათ შორის რომში ბოლო რამდენიმე დღეა, რეკორდულ სიცხეებს ებრძვიან.


