იგორ სტრელკოვი დააკავეს
21/07/2023 10:42:22 მსოფლიო
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო დამნაშავე იგორ სტრელკოვი (იგივე გირკინი) მოსკოვში დააკავეს,– იუწყება რუსული მედიასაშუალება РБК.
„სამართალდამცავებმა სტრელკოვი სახლიდან შუადღისას წაიყვანეს. საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მის ბინაში ჩხრეკას აწარმოებენ“, - იუწყება გამოცემა.
დაკავების შესახებ იუწყება სტრელკოვის მეუღლეც:
„დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე ჩვენთან მოვიდნენ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები. იმ დროს სახლში არ ვიყავი. მალე, კონსიერჟის თქმით, ჩემი ქმარი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მეგობრებისგან გავარკვიე, რომ ჩემს ქმარს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი). არაფერი ვიცი ჩემი ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ”.
მანამდე მედია წერდა, რომ სტრელკოვი, რომელიც პოპულარული ბლოგერი გახდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის უსაფრთხოების ძალების „მიზანში“ აღმოჩნდა.
კრემლის ლიდერ ვლადიმის პუტინის გაკრიტიკებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის „იდიოტების“ წოდების შემდეგ მას „არმიის დისკრედიტაციის“ საქმეში შეამოწმებენ,– იტყობინებოდა Mash.
იტყობინებოდნენ, რომ მის წინააღმდეგ განცხადება, რომლის ტელეგრამ–არხმაც თითქმის 1 მილიონი გამომწერი მოიპოვა, დაწერა ნოვოსიბირსკის მკვიდრმა, რომელსაც ჰქონდა კითხვები სოციალურ ქსელებში მის პუბლიკაციებთან და განცხადებებთან დაკავშირებით.
Mash-ი წერდა, რომ გირკინის შემოწმებით დაკავებულები არიან საგამოძიებო ორგანოები როგორც მოსკოვში, ასევე სანკტ-პეტერბურგში, სადაც, განმცხადებლის თქმით, ამჟამად ФСБ–ს ყოფილი ოფიცერი ცხოვრობს.
მისი ცნობით, შემოწმების ერთ-ერთი მიზეზი გირკინის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, რომელშიც გირკინი კრემლს საყვედურობდა, რომ ომი ჯერ კიდევ 2014 წელს არ დაიწყო. ის ურჩევდა, თავი არ ემართლებინათ და დადუმებულიყვნენ. მაშინ, გირკინის თქმით, ხარკოვიდან ოდესამდე მისვლა პრაქტიკულად გასროლის გარეშე იყო შესაძლებელი. მასში უშიშროების ძალებმა დაინახეს შეურაცხყოფა ხელისუფლების მიმართ.
Mash –ის ცნობით, შემოწმების ქვეშ მოექცა "გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი" - საზოგადოებრივი მოძრაობა ნაციონალური ბოლშევიკებისა და "მეგობრული ბლოგერების" მონაწილეობით, რომლის შექმნაც გირკინმა მარტში გამოაცხადა.
გირკინის ორგანიზაციას ამოწმებენ თაღლითობისთვისაც: სავარაუდოდ, მან და მისმა მეუღლემ მიიღეს შემოწირულობები „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ (როგორც უკრაინასთან ომს უწოდებენ რუსეთში), მაგრამ არავითარი ანგარიში არ წარუდგენიათ.
გასული წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ გირკინს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 2014 წელს დონბასის თავზე სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების საქმეზე.
გირკინი, ისევე როგორც საქმის კიდევ ორი ბრალდებული – სერგეი დუბინსკი და ლეონიდ ხარჩენკოვი, დამნაშავედ ცნეს რუსეთიდან საზენიტო–სარაკეტო სისტემის Buk-ის გადატანაში, საიდანაც რაკეტა გაისროლეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ მათმა ერთობლივმა ქმედებებმა MH17 რეისზე მგზავრების დაღუპვა გამოიწვია და მათ დაზარალებულთა ახლობლებისთვის 16 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.


