Accentnews.ge
რუსეთის სკოლებში სექტემბრიდან დრონების მართვას შეასწავლიან

რუსეთის სკოლებში სექტემბრიდან დრონების მართვას შეასწავლიან

21/07/2023 10:24:07 მსოფლიო

რუსეთში სკოლის მოსწავლეები 1 სექტემბრიდან სამხედრო მომზადების გაკვეთილებზე დრონების გამოყენებას ისწავლიან.

"შესაბამის ინიციატივას რუსეთის თავდაცვის და განათლების სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს", განუცხადა "რია ნოვოსტის" რუსეთის ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ არტემ შეიკინმა.

პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა“.

შეიკინის თქმით, საწყისი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია, საშუალო სკოლის მოსწავლეებში ქვეყნის სიყვარულის ჩანერგვა და შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის მომზადება.

"ახლა არმია მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატი არაა, არამედ მოწინავე უპილოტო ტექნიკა“, - თქვა შეიკინმა.

აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება“.

მაისიდან რუსეთი უკრაინასთან ომში სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს, რომელთა ნაწილსაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ახლა არა მხოლოდ ირანისგან იღებს, არამედ თავად აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S