Accentnews.ge
პრაღაში გაასამართლეს მოქალაქე, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებს აზიანებდა

პრაღაში გაასამართლეს მოქალაქე, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებს აზიანებდა

21/07/2023 10:15:59 მსოფლიო

პრაღის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბოროტმოქმედი, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიანი მანქანების საბურავებს ბურღის საშუალებით აზიანებდა. მსჯავრდადებულს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ჩეხური კრონის (დაახლოებით 4200 ევროს) გადახდა დაეკისრა.

პრაღის საერთაშორისო რადიოს ცნობით, მსჯავრდადებულმა პრაღის ორ რაიონში პარკინგზე მდგარი ოცამდე ავტომობილის 35 ბორბალი დააზიანა.

ჩეხეთის პოლიციამ პრაღის მცხოვრები, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, გასული წლის სექტემბერში ცხელ კვალზე დააკავა.

სიძულვილის მოტივით სხვა პირის ქონების დაზიანებისთვის ბოროტმოქმედს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მოსამართლე ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა.

მანამდე ჩეხეთში ექვსი თვით პატიმრობა და ორწლიანი პირობით-გამოსასწორებელი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს უკრაინის სანომრე ნიშნის მქონე მანქანა დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S