Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინას "ლეოპარდ 1"–ების პირველი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას "ლეოპარდ 1"–ების პირველი პარტია გადასცა

21/07/2023 09:38:26 მსოფლიო

გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების ახალი პარტიის შესახებ, მათ შორის 10 ერთეული Leopard 1 A5 ტანკია. ამაზე მეტყველებს უკრაინაში გადატანილი იარაღის განახლებული სია, რომელსაც გერმანიის მთავრობა აქვეყნებს.

ახლახან გადაცემულ იარაღებს შორის არის 10 ტანკი Leopard 1 A5, 20 MG3 ტყვიამფრქვევი, რომელსაც იყენებენ Leopard 2, Marder და DACHS (138 ერთეული უკვე ჩაბარებულია).

გარდა ამისა, გადაეცა კიდევ 1300 ჭურვი 155 მმ-იანი ჰაუბიცისთვის, 2064 საკვამლე საშუალება იმავე კალიბრისთვის, კიდევ ერთი სახიდე სისტემა და 12 მისაბმელი.

პარტიაში ასევე შედის 10 სახმელეთო სარადარო სადგური, გარდა ადრე გადაცემული რვისა; კიდევ 16 Zetros სატვირთო მანქანა, ოთხი მანქანა მესაზღვრეებისთვის, კიდევ ასი ათასი ინდივიდუალური ტაქტიკური პირველადი დახმარების ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაადასტურა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევროა. პაკეტის შემადგენლობაში მინისტრმა დაასახელა "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი გამშვები, 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder, 25 Leopard 1–ის ტანკი და ერთი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა Luna.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S