Accentnews.ge
ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

21/07/2023 09:29:15 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა.

როგორც იუწყებიან, პრისტაიკოს მოუწია, აეხსნა თავისი განცხადება Sky News-ზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "არაჯანსაღი სარკაზმის" შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლასის სიტყვების საპასუხოდ.

კერძოდ, მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ უკრაინამ მეტად უნდა გამოხატოს მადლიერება პარტნიორებისადმი გაწეული დახმარებისთვის, ნაცვლად მუდმივად მოთხოვნების დაყენებისა ახალი ტიპის იარაღის მიწოდების განბლოკვისთვის თაობაზე.

მან აღნიშნა, რომ კანონმდებლები, პირველ რიგში ამერიკელები, თვლიან, რომ უკრაინის მხრიდან მეტად გამოხატული მადლიერება გააადვილებს გადაწყვეტილების მიღებას დახმარების შემდგომი გამოყოფის შესახებ.

საპასუხოდ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მადლიერია ბრიტანეთის და ბრიტანელების, ამას მუდმივად აფიქსირებს და არ იცის, მეტი რა გააკეთოს, რომ მადლიერება საკმარისად გამოიყურებოდეს. მაგრამ მან ასევე დასძინა, რომ მაგრამ მან ასევე დაამატა, რომ ”შეგვიძლია, დილით, გაღვიძებისთანავე მინისტრს პირადად გადავუხადოთ მადლობა”.

ამ დისკუსიის კომენტირებისას პრისტაიკომ განცხადებებს "არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა. ეს განცხადება დამკვირვებლებმა, მათ შორის ბრიტანულმა მედიამ პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკად აღიქვა და მიუხედავად საელჩოს პროტესტისა, Sky News-მა არ წაშალა ელჩის გამონათქვამი.

შემდეგ პრისტაიკომ საკუთარი განცხადების განმარტებისას თქვა, რომ „მეგობარ ქვეყნებს შორის სარკაზმი არ არის საჭირო“.

პრისტაიკო დიდი ბრიტანეთში ელჩად 2020 წლის 20 ივლისს დაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S