Accentnews.ge
პოლონეთმა ქვეყნის აღმოსავლეთში სამხედრო ფორმირებები გადაისროლა

პოლონეთმა ქვეყნის აღმოსავლეთში სამხედრო ფორმირებები გადაისროლა

21/07/2023 08:55:43 მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სამხედრო ფორმირებების ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეტში გადასწოლის გადაწყვეტილება მიიღო ბელარუსში "ვაგნერის" ჯგუფის ყოფნასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გამო,– ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PAP-ს პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტის მდივანმა ზბიგნევ გოფმანმა განუცხადა.

ხუთშაბათს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი სპეცრაზმისა და "ვაგნერის" ერთობლივი წვრთნების შესახებ პოლონეთის მახლობლად მდებარე სასწავლო პოლიგონზე.

გოფმანმა აღნიშნა, რომ „ბელორუსის არმიისა და "ვაგნერის" წვრთნები უდავოდ, პროვოკაციაა“.

მისივე ცნობით, ოთხშაბათს პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მათ შორის ეს საკითხიც განიხილეს:

"კომიტეტმა, სხვა საკითხებთან ერთად, გააანალიზა შესაძლო საფრთხეები, მაგალითად, "ვაგნერის დაჯგუფების დანაყოფების განლაგება. ამიტომ, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა, ჩვენი სამხედრო ფორმირებები დასავლეთიდან პოლონეთის აღმოსავლეთში გადაისროლოს".

მისი თქმით, ამ ქვედანაყოფების ამოცანაა წვრთნა, ასევე პოტენციური აგრესორის შეკავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S