Accentnews.ge
უკრაინა: რუსეთი ოდესაში მარცვლეულის ტერმინალებს თავს რაკეტებით დაესხა

უკრაინა: რუსეთი ოდესაში მარცვლეულის ტერმინალებს თავს რაკეტებით დაესხა

21/07/2023 08:14:49 მსოფლიო

რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს, წუხელ მტერი ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

"მტერი აგრძელებს ტერორს და ეს უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ამ ღამით მტერი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაესხა თავს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურება სცადა. პირდაპირ [დაარტყა] მარცვლეულის შესანახ საწარმოს, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა", – განააცხადა მან.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ეს ოდესის ოლქზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა. მან დაადასტურა, რომ თავდასხმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებზე მოხდა და 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S