შეერთებულმა შატატებმა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა „იუნისტრიმი“ დაასანქცირა
21/07/2023 07:55:52 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას სანქციები დაუწესა, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, „იუნისტრიმი“ რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო.
"იუნისტრიმში“ აცხადებენ, რომ მომსახურება ჩვეულ რეჟიმში გაგძელდება, თუმცა როგორ აპირებს აღნიშნულის განხორციელებას დაკონკრეტებული არ არის.


