Accentnews.ge
WSJ: ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკელი დიპლომატების ელექტრონული ფოსტის ანგარიშებში შეაღწიეს

WSJ: ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკელი დიპლომატების ელექტრონული ფოსტის ანგარიშებში შეაღწიეს

21/07/2023 07:40:39 მსოფლიო

ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს ქვეყანაში აშშ–ის ელჩის და აღმოსავლეთ აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ელექტრონული ფოსტის ანგარიშები სადაზვერვო მონაცემების ბოლოდროინდელი მიზნობრივი კამპანიის ფარგლებში,– იუწყება The Wall Street Journal.

გამოცემა წერს, რომ ჰაკერებმა წვდომა მიიღეს ელჩის ნიკოლას ბერნსისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დანიელ კრიტენბრინკის ფოსტაზე. ეს ორი დიპლომატი – სახელმწიფო დეპარტამენტის ორი მაღალი თანამდებობის პირი – მოხვდა გასულ კვირას გამოვლენილ ჯაშუშურ კამპანიაში – უთხრა გამოცემას წყარომ.

კრიტენბრინკი ახლდა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ერთი თვის წინ ჩინეთში მოგზაურობისას. კრიტენბრინკი, ბერნსი და ბლინკენი მონაწილეობდნენ შეხვედრებში ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და ქვეყნის ლიდერ სი ძინპინთან. პეკინში მაღალი დონის მოლაპარაკებების დაწყებამდე კრიტენბრინკი ხელმძღვანელობდა ნაკლებად მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს ჩინეთში.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ შეტევის დროს აშშ–ის ვაჭრობის მინისტრ ჯინა რაიმონდოს ელექტრონული ფოსტაც გატეხეს.

ვითარების მცოდნე პირების თქმით, ითვლება, რომ ჰაკერებმა აშშ-ის მთავრობის სულ მცირე ასობით ათასი ინდივიდუალური ელექტრონული წერილის კომპრომიტირება მოახდინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბერნსისა და კრიტენბრინკის ფოსტები მოიცავდა არასაიდუმლო წერილებს, ჰაკერებს შეეძლოთ, მიეღოთ ინფორმაცია აშშ-ის პოლიტიკის ირგვლივ დისკუსიებისა და გეგმების შესახებ ჩინეთში ბოლო ვიზიტების თაობაზე.

"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გავაზიარებთ დამატებით ინფორმაციას ამ კიბერინციდენტის ხასიათისა და მასშტაბის შესახებ. დეპარტამენტი მუდმივად აკვირდება და რეაგირებს ჩვენს ქსელებში არსებულ აქტივობებზე. ჩვენი გამოძიება გრძელდება და ამ დროისთვის ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი დეტალების მოწოდება", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S