უკრაინა: ზაპოროჟიეში რუსებმა ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს, დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე
21/07/2023 07:40:57 მსოფლიო
ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იური მალაშკოს ცნობით, რუსების მიერ რეგიონში ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
მისი თქმით, პოლოგოვსკის რაიონში თავდასხმას ობიექტის თანამშრომლები, 29, 30, 33 და 43 წლის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. კიდევ ორი დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უკრაინული მხარის ცნობით, საერთო ჯამში, გასული დღის განმავლობაში, რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტს სარაკეტო დარტყმა 80–ჯერ მიაყენა.


