
უნგრეთი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 20 მლრდ ევროს ღირებულების ფონდის შექმნას მხარს არ უჭერს
21/07/2023 07:05:14 მსოფლიო
უკრაინის სამხედროებისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსებაზე უნგრეთი უარს აცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიირატომ 20 ივლისს ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გუშინ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და განიხილეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად მინიმუმ, 5 მილიარდი ევროს გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნების ხარჯების დასაფარად უკრაინისთვის იარაღის შესყიდვისა და დონაციისთვის და უკრაინული ჯარების მომზადებისთვის.
უნგრეთის განცხადებით, ფონდის შექმნას მხარს არ დაუჭერს მანამ, დუკრაინა "ომის სპონსორების" სიიდან არ ამოიღებს უნგრულ ბანკ OTP-ს.
"ჩვენ არ შეგვიძლია, მოლაპარაკება ახალ ფინანსურ ვალდებულებაზე, სანამ OTP-ს საკითხი არ მოგვარდება", - განაცხადა სიირატომ.
ევროკავშირმა ახლა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოყო ფონდისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგრამ ბრიუსელს სურს, შექმნას ფინანსების უფრო სტაბილური წყარო, რათა თავიდან აიცილოს მუდმივად რთული საუბრები ფონდის შევსების შესახებ.