Accentnews.ge
CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია

CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია

21/07/2023 06:51:55 მსოფლიო

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სჯერა, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად მინსკში, ბელარუსში იმყოფება, როგორც ეს მის ბოლო ვიდეოში ჩანს.

"ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა", - თქვა ბერნსმა.

მისი თქმით, გაკვირებული იქნება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას, რადგან პუტინი, ანგარიშსწორების მოციქულია.

"პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი", - თქვა მანდ და დასძინა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის მოკვლა შესაძლებელია, მაგალითად, მისი მოწამვლის გზით.

ბერნსის განცხადებით, რუსეთის ელიტაში და მის ფარგლებს გარეთ ახლა ბევრი უკმაყოფილებაა და დაზვერვის სამსახური არ კარგავს შესაძლებლობას ამით ისარგებლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S