ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ–მინისტრი თურქეთს ეწვევა
21/07/2023 06:31:20 მსოფლიო
ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - იუწყება Times of Israel.
გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს ესტუმრება.
მისივე ცნობით, 25 ივლისს ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ბოლოს 2008 წელს იმყოფებოდა. 2022 წელს თურქთში ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჩავიდა.


