თეთრი სახლი: აშშ-მა უკრაინას F-16-ები შესაძლოა, წლის ბოლომდე გადასცეს
21/07/2023 05:56:28 მსოფლიო
თეთრი სახლში აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ [ბრძოლის ველზე] სიტუაციის შეცვლას მხოლოდ F-16-ები შეძლებენ“, - განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.
2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას F-16–ებს გადასცემდა.


