Accentnews.ge
ზალუჟნი: რამდენიმე მიმართულებაზე წარმატება გვაქვს

ზალუჟნი: რამდენიმე მიმართულებაზე წარმატება გვაქვს

20/07/2023 20:13:34 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი 20 ივლისს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის ესაუბრა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად მტრის სუპერკომპლექსური ნაღმების, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და საცეცხლე სისტემისა, მეთოდურად ანადგურებენ მტრის ძალებს და აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციის მიზნით. რამდენიმე მიმართულებაზე წარმატება გვაქვს. ჩვენი მეომრები გმირები არიან“,– დაწერა ზალუჟნიმ სოიალურ ქსელში.

ზალუჟნიმ დასძინა, რომ საუბარი ასევე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, კერძოდ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას შეეხო.

მან მადლობა გადაუხადა გენერალ მილის და შეერთებული შტატების ყველა მოქალაქეს ხალხს ძლიერი მხარდაჭერისა და დიალოგისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S