ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც დრონების წარმოებას იღებს მიზანში
20/07/2023 19:49:59 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ახალი სანქციების რეჟიმი ირანის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო.
ახალი სანქციები კრძალავს ევროკავშირის ექსპორტს ირანში იმ კომპონენტების, რომლებიც გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. ასევე ითვალისწინებს მოგზაურობის შეზღუდვებსა და აქტივების გაყინვას ირანელებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანის დრონების პროგრამაზე.
ევროკავშირის სანქციების რეჟიმი ავსებს ირანის წინააღმდეგ მანამდე მიღებულ სამ პაკეტს სანქციებისა. მათგან ბოლო 2023 წლის თებერვალში დამტკიცდა.


