Accentnews.ge
ჩინეთმა ივნისში რუსეთის ნავთობი რეკორდული მოცულობით შეისყიდა

ჩინეთმა ივნისში რუსეთის ნავთობი რეკორდული მოცულობით შეისყიდა

20/07/2023 19:23:04 მსოფლიო

2023 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა რუსეთიდან დღე-ღამეში 2.13 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტი განახორციელა.

Financial Times ჩინეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, მოსკოვი პეკინისთვის გადაიქცა ნედლეულის უმსხვილეს მიმწოდებლად, რითიც საუდის არაბეთს გაასწრო.

ივნისში რუსეთიდან იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 2.57 მილიონი ბარელი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში სხვა რეკორდი აღირიცხა, 2.3 მილიონის მოცულობით. როგორც FT მიუთითებს, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

გამოცემის ექსპერტები იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის ასახელებენ რუსეთის ნედლეულის შედარებით სიიაფეს, და ჩინეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის პოტენციურ ზრდას.

"ეს მოკლევადიანი უარია საუდის ნედლეულზე. ჩინელები ძალიან ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას თავიანთ მიმწოდებლებს შორის" - დასძენს ჩინეთის ენერგეტიკული კვლევების ოქსფორდელი სპეციალისტი მიხალ მეიდანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S