Accentnews.ge
ქარხანაში, სადაც რუსეთის არმიისთვის კერავენ ტანსაცმლის, ქოლერა აღმოაჩინეს

ქარხანაში, სადაც რუსეთის არმიისთვის კერავენ ტანსაცმლის, ქოლერა აღმოაჩინეს

20/07/2023 19:09:49 მსოფლიო

ტამბოვის რაიონში, ქოლერაზე ეჭვით ინდოეთის ორი მოქალაქე გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომლებიც რუსული არმიისთვის მუშაობდნენ ტანსაცმლის ქარხანაში, – წერს "ბაზა".

თავდაპირველად ინფექცია გამოუვლინდა 20 წლის მოჰამედ მ. მუშა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში 17 ივლისს შეიყვანეს. როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხუთშაბათს, 20 ივლისს, საავადმყოფოში მეორე ინდოელი, 23 წლის ალამ ნ შეიყვანეს. ორივე პაციენტი მუშაობდა ერთსა და იმავე საწარმოში და ცხოვრობდა შრომითი მიგრანტების ჰოსტელში, რომელიც მდებარეობს რასკაზოვსკის რაიონში. ახლა იქ ტარდება ანტიეპიდემიური ღონისძიებები, სამედიცინო გამოკვლევები და ანალიზები. ავადმყოფთა კონტაქტების წრე ზუსტდება. ამ ეტაპზე 6 პირი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათ სიმპტომები გამოუვლინდათ.

როსპოტრებნადზორის სპეციალისტები ასევე ამოწმებენ იმ რეისის მგზავრებს, რომლითაც ინფიცირებული ახალგაზრდები მოსკოვში დელიდან 13 ივლისს ჩაფრინდნენ.

როგორც იუწყებიან, რუსეთის სამხრეთში ქოლერის რისკი გაიზარდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის აფეთქების შემდეგ. უკრაინა მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S