ბრიტანეთმა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა
20/07/2023 16:11:53 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები მოუხსნა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს.
ტინკოვის სახელი ბრიტანეთის სანქციების სიიდან 20 ივლისს ამოიღეს. აღნიშნულის თაობაზე განმარტება არ გაკეთებულა.
55 წლის ტინკოვი დიდი ხანია, რუსეთში არ ცხოვრობს. მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას "სიგიჟე" უწოდა და გასული წლის ნოემბერში უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.


