Accentnews.ge
სირსკი: ახლა ყველა პირობაა, უკრაინამ ბახმუტზე კონტროლი დაიბრუნოს

სირსკი: ახლა ყველა პირობაა, უკრაინამ ბახმუტზე კონტროლი დაიბრუნოს

20/07/2023 15:30:05 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებობს ყველა პირობა ბახმუტზე კონტროლი დაიბრუნონ.

სირსკი აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ნახევრად ალყაში იმყოფებიან.

როგორც სირსკი იუწყება, უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა ტაქტიკური სიტუაცია გაიუმჯობესონ.

"მიმაჩნია, რომ "ვაგნერის" ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა მთლიანად ბახმუტში შეძვრნენ, რამაც მათ რიგებში დიდი დანაკარგი გამოიწვია. ფაქტობრივად, მათ ბრძოლისუნარიანობა დაკარგეს. ამ დროისთვის შექმნილია ყველა პირობა იმისათის, რომ დავიბრუნოთ ეს ქალაქი, და ეს 10-ჯერ უფრო ნაკლები დანაკარგით შევძლოთ", - ამბობს სირსკი და დასძენს, რომ შეეცდება, ბახმუტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს.

ბახმუტი უკრაინის წინააღმდეგობის კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც რუსული ძალები გასული წლიდან უშედეგოდ ცდილობდნენ მის აღებას. სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ მას სიმბოლუტი დატვირთვა უფრო ჰქონდა, ვიდრე სამხედრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S