Accentnews.ge
რუსეთის პროკურატურამ ნავალნისთვის 20–წლიანი პატიმრობა მოითხოვა

რუსეთის პროკურატურამ ნავალნისთვის 20–წლიანი პატიმრობა მოითხოვა

20/07/2023 15:20:42 მსოფლიო

რუსეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის "ექსტრემიზმის" საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ ნავალნის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი იუწყება.

პროკურორი სასჯელის მოხდას განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში ითხოვს.

ამასთან, პროკურატურა ამავე საქმის მეორე ფიგურანტისთვის – დანიელ ხოლოდნისთვის 10 წლიან პატიმრობას ითხოვს.

პირველი სხდომა აღნიშნულ საქმეზე 19 ივნისს ჩატარდა და მას შემდეგ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოელიან, რომ განაჩენი 4 აგვისტოს გამოცხადდება.

ნავალნის ბრალად ედება "ექსტრემისტული საზოგადოების შექმნა", "ექსტრემიზმისკენ" მოწოდება, "ექსტრემიზმის დაფინანსება", არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც "არღვევს მოქალაქეთა უფლებებს", "ნაციზმის რეაბილიტაცია". საუბარია ნავალნის მიერ დაფუძნებულ ანტიკორუფციულ ფონდზე, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

ამასთან, როგორც ნავალნიმ განაცხადა, ამ საქმიდან გამოყვეს კიდევ ერთი ეპიზოდი. საუბარია ტერორიზმზე. ამ შემთხვევაში, როგორც ნავალნი ვარაუდოს, მას სამხედრო სასამართლო განსჯის და ელის, რომ უვადოდ პატიმრობას მიუსჯიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S